პარიზი-ბათუმის რეისით, საქართველოში 182 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. განხორციელდა პარიზი - ბათუმის რეისი, რომლითაც სამშობლოში 182 მოქალაქე დაბრუნდა. მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით საკარანტინე ზონებში გადაიყვანეს. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

>>>

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

>>>

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - კლინიკაში covid19-ით ინფიცირებული 24 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორი ახალია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი ახალი პაციენტია. მისივე თქმით, ახალი პაციენტები სხვა კლინიკიდან მათთან გვიან ღამით გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

>>>

თურქეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ერთ დღეში 125-ით, დაინფიცირებულთა კი - 4 801-ით გაიზარდა

თურქეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 125 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1 643-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

>>>

კლინიკა „თიმის” დირექტორის, გიორგი კაჭახიძის ინფორმაციით, კლინიკის კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კაჭახიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კოვიდ-19 დაუდასტურდა ასევე კლინიკის კიდევ ორ პაციენტს, რომელთა ინფიცირებაც, სავარაუდოდ, მედპე

კლინიკა „თიმის” დირექტორის, გიორგი კაჭახიძის ინფორმაციით, კლინიკის კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც კაჭახიძე აცხადებს, კოვიდ-19 დაუდასტურდა ასევე კლინიკის კიდევ ორ პაციენტს, რომელთა ინფიცირებაც, სავარაუდოდ, მედპერსონალისგან მოხდა.

„მეტი ალბათობით, პირიქით იყო, სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალისგან მოხდა პაციენტების ინფიცირება. თავად ამ სამედიცინო პერსონალის წყარო არის ჩვენი ერთ-ერთი ექთანი, რომელმაც შემოიტანა ინფექცია კლინიკაში და რომელიც თავისთავად ინფიცირებული იყო მისი ძმისგან, სასულიერო პირისგან და უკვე ამ ერთისგან მოხდა გავრცელება სხვა თანამშრომლებზე და ორ პაციენტზე, რაც გვაქვს მონაცემები”, - განაცხადა კაჭახიძემ.

მისივე თქმით, მედპერსონალსა და პაციენტებს შორის დაცული იყო უსაფრთხოების ის ნორმა, რომელიც საჭიროა ისეთ შემთხვევაში, სადაც არ ფიგურირებს კოვიდინფექცია.

„არსებობს სხვადასხვა სახის უსაფრთხოების ნორმები, რომლებიც კლინიკას და შემდგომ მედპერსონალს აქვს მითითებული. ეს უსაფრთოების ნორმები არის დამოკიდებული იმაზე, რა დიაგნოზი აქვს პაციენტს და რა პროცედურა ტარდება. არსებობს უსაფრთხოების ნორმები, როცა არის ურთიერთობა სავარაუდოდ კოვიდინფიციებულ პაციენტთან, არსებობს უსაფრთხოების ნორმები, როცა არის ურთიერთობა დადასტურებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან, კიდევ სხვა უსაფრთხოების ნორმებია, როცა კოვიდინფიცირებულთან გარკვეული სხვადასხვა სახის პროცედურები ტარდება. რაც შეეხება ამ ურთიერთობას რაც იყო ჩვენს მედპერსონალსა და პაციენტებს შორის, აქ იყო ის უსაფრთხოების ნორმები დაცული, რომელიც საჭირო იყო ჩვეულებრივ ექთანსა და პაციენტს შორის და სადაც არ ფიგურირებს კოვიდინფიცირებული. მთელი ამ ჩვენი ქეისის ვერაგობა ის იყო, რომ ჩვენ გვყავდა ინფიცირებული ექთანი, რომელიც იყო აბსოლუტურად არასიმპტომური და ამის შესახებ ინფორმაცია არავის გვქონდა, აქედან გამომდინარე მოხდა ის ფაქტები, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ”, - აღნიშნა კლინიკის დირექტორმა.

ომბუდსმენი მოუწოდებს მთავრობას, უზრუნველყოს მოქალაქეთა თავყრილობების შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით

სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას, გაითვალისწინოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების მოწოდებები და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეთა თავყრილობების შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ადგილას და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს სხვა დამატებითი ღონისძიებები. როგორც ომბუდსმენის საგანგებო მიმართვაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, გაითვალისწინონ დადგენილი შეზღუდვები.

>>>

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 77 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5079 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558 პირი.

>>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 370-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 34-ით გაიზარდა და 370 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5079 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558 პირი.

>>>

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 17 920-დე გაიზარდა

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 17 920-დე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა ჟერომ სალომონმა განაცხადა.

>>>

ჯანდაცვის მინისტრი ერთი კოვზით ზიარების საფრთხეზე - ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, შესაბამისად, მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ

მეცნიერებაში და მედიცინაში მნიშვნელოვანია,რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი. ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, შესაბამისად, მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა ზიარების კოვზი ვირუსის გადამტანი.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !