სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ მსუბუქი მანქანების მოძრაობის შეზღუდვა საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

>>>

პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ გასული 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოავლინა.

>>>

რუსეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 4070 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 41 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო ერთი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 4070 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 32008-მდე გაიზარდა.

>>>

წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი - ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 7 აპრილს ტაძარში აღსარების ჩასაბარებლად იყო მოსული

ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 7 აპრილს ტაძარში აღსარების ჩასაბარებლად იყო მოსული, - ამის შესახებ წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანე ოქროპირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ტაძარი ამ ეტაპზე დაკეტილია, ხოლო თავად, 6 მონაზონთან ერთად, ტაძარშივე, თვითიზოლაციაში იმყოფება. მამა იოანე ოქროპირიძის თქმით, არც მას და არც დანარჩენ მონაზვნებს არანაირი სიმპტომი არ აქვთ და თავს კარგად გრძნობენ.

>>>

საპატრიარქო - სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის

საპატრიარქოს განცხადებით, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

>>>

ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას - 47 პაციენტს მწვავე პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკას ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. მისი თქმით, დღეს კიდევ 20-მდე პაციენტს ჩაუტარდება კვლევა და განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი კლინიკას ხვალ დატოვებენ.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში სულ 80 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება და 47 მათგანს მწვავე პნევმონია აღენიშნება. მისივე ინფორმაციით 9 პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91 პაციენტი, აქედან არის 80 კოვიდინფიცირებული შემთხვევა. გვაყვს, ასევე, 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, აქედან 5 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი იმყოფებიან ნაზალურ CPAP ვენტილაციაზე. 47 შემთხვევაში გვაქვს კოვიდინფიცირებით გამოწვეული მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გვყავს 3 მოზარდი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

>>>

დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - ჯერ არაფერია ცნობილი, აქვთ თუ არა სასულიერო პირებს ავტომობილით გადაადგილებისთვის საშვები

სააღდგომო ლიტურგიაზე დასასწრებად აქვთ თუ არა სასულიერო პირებს ავტომობილებისთვის სპეციალური საშვები, ამის თაობაზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, - ამის შესახებ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განაცხადა.

>>>

13 სასულიერო პირი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ამბობს

სასულიერო პირების და თეოლოგების ნაწილი მრევლს ერთობლივი განცხადებით მიმართავს.

>>>

მარინა ეზუგბაია - გვიან ღამით კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი, 6 წლის ბავშვი დაგვემატა

ყველა ბავშვი, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ე. წ.ქობულეთის კლასტერია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ ექვსი ბავშვია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის რთული. ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ ღამით ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი ახალი პაციენტი - 6 წლის ბავშვი - შეიყვანეს.

„დღეს 30 დამატებული შემთხვევა გაქვს. გუშინ დილასთან შედარებით, ჯამში 34 ახალი დადასტურებული შემთხვევა, სულ 370 დაინფიცირებული გვყავს. ამ 370-დან ჩვენი ცენტრის პაციენტია 90. გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში ჯამში 5 გამოჯანმრთელებული შემთხვევა შემოგვემატა. დღეს დლისთვის 77 პირი გამოჯანმრთელებულია, აქედან 50 ჩვენი ცენტრის გამოჯანმრთელებული პაციენტია. ამ მონაცემების შეჯერებით, თუკი გამოჯანმრთელებულებს გამოვაკლებთ, კოვიდის ცენტრებში 293 პაციენტი მკურნალობს. ჩვენ დადასტურებული 39 პაციენტი გვიწევს, გუშინ 38 გვყავდა და გვიან ღამით ერთი პაციენტი, ერთ-ერთი ოჯახის წევრი 6 წლის ბავშვი შემოგვემატა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !