
მეცნიერებაში და მედიცინაში მნიშვნელოვანია,რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი. ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, შესაბამისად, მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა ზიარების კოვზი ვირუსის გადამტანი.
„ზოგადად, მეცნიერებაში და მედიცინაში მნიშვნელოვანი არის,რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი. ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, შესაბამისად, ამაზე მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ“ ,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი დღეს აჭარაში იმყოფებოდა. მანამდე კი რუხის საავადმყოფო დაათავალიერა.