-
2020-04-17 10:56
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი ახალი პაციენტია. მისივე თქმით, ახალი პაციენტები სხვა კლინიკიდან მათთან გვიან ღამით გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„დღეს ბოქსირებულ ნაწილში მკურნლაობს 51 პაციენტი, აქედან 24 არის Covid-19-ით დადასტურებული. დამატებულია 2 პაციენტი, ჩვენს კლინიკაში გამოვლენილი არცერთი არაა, ორივე არის გადმოყვანილი. 18 წლამდე ასაკის პაციენტები არიან 7-ნი. კვლევას ჩართვას 15 პაციენტი ელოდება. 9 პაციენტია კვლავ საყურადღებო. ახალი პაციენტები მედიცინის ცენტრიდან გუშინ დაემატა," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.