
ბრიტანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 3 კვირით გახანგრძლივდა
- 2020-04-16 22:21
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ 3 კვირით გაახანგრძლივა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა დომინიკ რააბმა დაადასტურა.