
თურქეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 125 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1 643-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 4 801 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 74 193-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში, რეანიმაციულ განყოფილებებში, 1 854 პაციენტს მკურნალობენ.
ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტი ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ჩატარებული.