უკრაინა ქარელში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის განახლებას მკაცრად გმობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიმდინარე წლის 17 აპრილს, ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მახლობლად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის განახლებას მკაცრად გმობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

>>>

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 484 -ს მიაღწია

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის მანძილზე 888 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობამ 15 484 შეადგინა.

>>>

დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენ გვესმის ეკლესიის და ეკლესიას ესმის ჩვენი, რომ ამ განსაცდელს ერთად უნდა ვებრძოლოთ ლოცვით და ქმედებით

ჩვენ გვესმის ეკლესიის და ეკლესიას ესმის ჩვენი, რომ ამ განსაცდელს ერთად უნდა ვებრძოლოთ ლოცვით და ქმედებით. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე წინასააღდგომო მილოცვაში აცხადებს.

>>>

რუსი პოლიტიკოსი ივან ჟუკოვი კორონავირუსით დაიღუპა

„ერთიანი რუსეთის“ წევრი ივან ჟუკოვი კორონავირუსით დაიღუპა. ინფორმაციას „ლენტა.რუ“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსი უცაბედად გარდაიცვალა.

>>>

ნუკრი ქანთარია - ნუ დავრჩებით ბედის ანაბარა, ნურც ჩვენ და ნურც სხვას გავხდით ეშმაკის კერძად - შინ ვილოცოთ, შინ დავრჩეთ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუკრი ქანთარია მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს და კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახლში დარჩენისკენ და შინ ლოცვისკენ მოუწოდებს.

>>>

გიორგი კეკელიძე - “ერთმორწმუნე” მეზობელი წითელ პარასკევს, კარანტინში მყოფ ქვეყანას, მავთულხლართებს გვიჭერს ყელში

“ერთმორწმუნე” მეზობელი წითელ პარასკევს, კარანტინში მყოფ ქვეყანას, მავთულხლართებს გვიჭერს ყელში, - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე საოკუპაციო ძალების მიერ ბორდერიზაციის გაგრძელებასთან და ორი პირის დაკავებასთან დაკავშირებით წერს.

>>>

ირაკლი ბერაია - რუსეთი აგრძელებს უკანონო ქმედებების კასკადს საქართველოს წინააღმდეგ

როდესაც მსოფლიო გაერთიანებულია მასშტაბური და განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური საფრთხის საპასუხოდ, რუსეთი აგრძელებს უკანონო ქმედებების კასკადს საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !