ირაკლი ბერაია - რუსეთი აგრძელებს უკანონო ქმედებების კასკადს საქართველოს წინააღმდეგ

Image

როდესაც მსოფლიო გაერთიანებულია მასშტაბური და განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური საფრთხის საპასუხოდ, რუსეთი აგრძელებს უკანონო ქმედებების კასკადს საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის მორიგი შემთხვევები, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაწესებული უკანონო შეზღუდვების გამკაცრება სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეუძლებლობით გამოწვეული ურთულესი მდგომარეობის მიზანმიმართული დამძიმება, ვითარების ესკალაციის და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესების პროვოკაციული მცდელობა.

ბერაიას შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა, პანდემიით შექმნილი ვითარების დამძიმების და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების მიზნით, საერთაშორისო მასშტაბით მიმდნარე რუსული აგრესიული დეზინფორმაციული კამპანია და პროპაგანდა.

„რუსული სპეცსამსახურების, მათ მიერ კონტროლირებადი სახელმწიფო უწყებების და მათზე მიბმული პროპაგანდისტული მედია ორგანიზაციების კედლებში კონსტრუირებული ყალბი რუსული გზავნილები დემოკრატიული სახელმწიფოების საზოგადოებებში უიმედობისა და პანიკის დათესვას, ჯანდაცვის სისტემების და ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უნდობლობის გაჩენას, ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, მასობრივი მღელვარების გამოწვევას, სხვადასხვა ძირგამომთხრელ ამოცანებს და რუსული ინტერესების გაღრმავებას ემსახურება. ამ რთულ ვითარებაშიც, საოკუპაციო ძალის ოფიციალური სტრუქტურები კვლავ განაგძრობენ ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციის მცდელობებს, როდესაც დავაადებათა კონტროლის ცენტრის და მისი ამ უმნიშვნელოვანესი ერთეულის საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. დასკვნა მარტივია... მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება მსოფლიოში, რა სირთულეების ან საფრთხეების წინაშე დადგებიან სახელმწიფოები და მათი მოქალაქეები, რუსეთი არ ჩერდება. მისი ქმედებები არ იცვლება. ის არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის თამაშის წესებს. მას თავისი დღის წესრიგი აქვს, რომელიც არ არის თანხვედრაში თავისუფალი დემოკრატიების კეთილდღეობის, განვითარების და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებთან“, - აღნიშნავს ირაკლი ბერაია.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ, რუსეთთან ურთიერთობებში, აუცილებელია მიდგომების მნიშვნელოვანი გადააზრება მოახდინოს.

„რუსეთის საქმიანობის კანონიერ ჩარჩოებში დაბრუნების ერთადერთი და შედეგის მომცემი გამოსავალი არის სულ უფრო მეტი და მეტი ზეწოლა, მასთან არა მხოლოდ მკაცრი ენით საუბარი, არამედ მკაცრი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, ზეწოლის გაზრდა და ამას უნდა ჰქონდეს უნივერსალური ხასიათი“, - დასძენს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !