დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენ გვესმის ეკლესიის და ეკლესიას ესმის ჩვენი, რომ ამ განსაცდელს ერთად უნდა ვებრძოლოთ ლოცვით და ქმედებით

Image

ჩვენ გვესმის ეკლესიის და ეკლესიას ესმის ჩვენი, რომ ამ განსაცდელს ერთად უნდა ვებრძოლოთ ლოცვით და ქმედებით. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე წინასააღდგომო მილოცვაში აცხადებს.

 

ის კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ეპიდემიისგან მოსალოდნელი საფრთხე რეალურია. მისი თქმით, ყველამ უნდა იმოქმედოს საღი გონებით და რწმენით.

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი აღდგომაა, რომელსაც ასეთი განსაცდელით და უჩვეულო ფორმით ვხვდებით. განსაცდელი იმდენად დიდია, რომ მას ცალკე აღებული ვერც ხელისუფლება გაუძლებს და ვერც ეკლესია. დღეს როგორც არასდროს, ერთად დგომის დროა. ჩვენ გვესმის ეკლესიის, რომ ეს განსაცდელი ღვთისგან არის და ეკლესიას ესმის ჩვენი, რომ ამ განსაცდელს ერთად უნდა ვებრძოლოთ ლოცვით და ქმედებით, სამაგალითო საექიმო პროფესიონალიზმით, ძლიერი სახელისუფლებო მენეჯმენტით და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით. ამ ჯაჭვს ერთი რგოლიც რომ გამოაკლდეს, საქართველო ამ ბრძოლას ვერ გაუძლებს.

ეკლესია გვასწავლის, გიყვარდეთ უფალი გულით და გონებით. დღეს გულით უფალთან ვართ, ხოლო გონებით იმ მომაკვდავ ადამიანებთან, რომლებიც აღდგომის ღამით სიკვდილს ებრძვიან. ჩვენ არ გვსურს, მათი რაოდენობა გაიზარდოს, არ გვსურს კიდევ ბევრი მოქალაქე ვიხილოთ იმ მძიმე მდგომარეობაში, რასაც ექიმებიც ვეღარ უძლებენ. არადა, საფრთხე რეალურია.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც სამშობლო მხოლოდ ლამაზი ბუნება არ არის, სამშობლო უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი რწმენა, ენა და უძველესი კულტურაა. და ეს ყველაფერი განადგურდება, თუკი ამ ეპიდემიამ ჩვენთანაც იფეთქა. ნუ გავიმეტებთ ისედაც მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, ნუ გავიმეტებთ ერთმანეთს იმ საშინელი რეალობისთვის, რომელიც ძალიან ახლოსაა და ვერ ვხედავთ. აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებაა! მე მჯერა, რომ ჩვენი შეთანხმებული ქმედებით აუცილებლად დავძლევთ ამ განსაცდელს.

მადლობა საქართველოს ეკლესიას ასეთი რწმენისთვის და წესრიგისთვის. მადლობა მართლმადიდებელ მრევლს ასეთი მოთმინებისთვის, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ექიმებს ასეთი თავგანწირვისთვის. ამ განსაცდელის ჟამს, სადაც არ უნდა ვილოცოთ, უფალი ჩვენთან იქნება, თუკი ეს ლოცვა იქნება ნამდვილი.

დღეს ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, რომლებმაც სწორად უნდა მართონ ქვეყნის ბედი. მე ამასთანავე ვარ ექიმი, რომელმაც უნდა გადაარჩინოს სხვისი სიცოცხლე და რათქმაუნდა, ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მცხეთელი, სადაც მაცხოვრის კვართია დაფლული და დღეს ვერ მივდივარ იქ მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტე მოგვიწოდებს, გვიყვარდეს ერთმანეთი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს. ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! სიცოცხლე ხარობდეს ყველგან ჩვენს ოჯახებში, ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში“, - აღნიშნავს ხუნდაძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !