-
2020-04-18 19:26
“ერთმორწმუნე” მეზობელი წითელ პარასკევს, კარანტინში მყოფ ქვეყანას, მავთულხლართებს გვიჭერს ყელში, - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე საოკუპაციო ძალების მიერ ბორდერიზაციის გაგრძელებასთან და ორი პირის დაკავებასთან დაკავშირებით წერს.
“მაშინ, როცა მთელი სამყარო უხილავ მტერს ებრძვის, ჩვენი ხილული მტერი - ზოგიერთი ქართველისთვის სამწუხაროდ დღემდე ვირუსზე უფრო “უხილავი” - ქართულ მიწებს იღობავს. მახსოვს, როცა წიგნის მუზეუმის შესასვლელში ანტისაოკუპაციო დროშები გამოვფინეთ და რუსული კულტურის ცენტრს უარი შევუთვალეთ, ვიღაცებმა ირონიულად გაიქნიეს თავი და წაიჩურჩულეს: "კულტურა კულტურაა!" “ერთმორწმუნე" მეზობელი წითელ პარასკევს, კარანტინში მყოფ ქვეყანას, მავთულხლართებს გვიჭერს ყელში. არ არსებობს ამაზე დიდი და შემზარავი ინფექცია, ვიდრე ნამდვილი მტრის შეუმჩვნელობაა, მაგრამ მოვა დრო და ამასაც დავძლევთ!“ - წერს კეკელიძე