ნათია თურნავა - ვმუშაობთ კვლევასა და სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც საკუთარ წარმოებას კიდევ უფრო შევუწყობთ ხელს

Image

ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გუნდთან ერთად, მუშაობს სპეციალურ კვლევაზე, რომ უახლოეს პერიოდში გამოიყოს ის დარგები და წარმოებები, რომლებიც პერსპექტიულია იმპორტის ჩანაცვლების თვალსაზრისით და საჭიროებენ მხარდაჭერასა და განვითარებას. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, კვლევაში ჩართულია საკონსულტაციო კომპანია „გალტ ენდ ტაგარტი,“ რომლის წარმომადგენლებთან დღეს ეკონომიკის მინისტრმა ვიდეოკონფერენცია გამართა.

„კორონავირუსის გლობალურმა გამოწვევამ ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს საკუთარ წარმოებასა და საკუთარი ბაზრების უზრუნველყოფაზე კრიტიკული, მნიშვნელოვანი პროდუქციით. ამ თვალსაზრისით არც საქართველოა გამონაკლისი - ჩვენ დავალება გვაქვს და ვმუშაობთ სპეციალურ კვლევაზე, რომ უახლოეს პერიოდში გამოვყოთ ის დარგები და ის წარმოებები, რომლებიც საჭიროებენ მხარდაჭერას, განვითარებას და რომლებიც პერსპექტიულია იმპორტთან კონკურენციის თვალსაზრისით", - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, ამის შესაძლებლობები არსებობს როგორც სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ სექტორში, კვების ინდუსტრიაში, ასევე სხვა სამრეწველო პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით, მათ შორის არის საშენ მასალათა წარმოების განვითარება, ელექტროტექნიკის წარმოების განვითარება, წიაღისეულის გადამუშავება და ა. შ.

„ჩვენ ამ სექტორებს უფრო მეტად უნდა განვუვითაროთ საკუთარი წარმოება და უფრო მეტად მოვამარაგოთ საკუთარი ბაზარი, რომ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა ადგილზე წარმოებული პროდუქციით. ძალიან მალე გვექნება ნათელი კვლევა და სტრატეგია, რომლის მიხედვითაც საკუთარ წარმოებას შევუწყობთ ხელს და შევამცირებთ იმპორტზე დამოკიდებულებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

როგორც Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორი, ოთარ შარიქაძე აღნიშნავს, კომპანია, ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით, საქართველოს ეკონომიკის წარმოების პოტენციალის შეფასებაზე ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს.

„ჩვენ, ერთი მხრივ, ვაფასებთ საიმპორტო კალათას იმ კატეგორიებით, რომლის ჩანაცვლებაც შეგვიძლია და რისი პოტენციალიც ქვეყანას რეალურად აქვს, ხოლო მეორე მხრივ, საუბარი შეეხება იმ დარგებს, რომლებიც არიან სამომავლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მომზიდველი და რომლებიც უფრო და უფრო მოერგებიან იმ ახალ რეალობას, რაც პოსტკრიზისულ ეტაპზე გვექნება“ - განაცხადა ოთარ შარიქაძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !