დავით ზალკალიანი - პრემიერმა დეტალურად აცნობა ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ

Image

ევროკომისიის პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბარი შედგა; საუბარი შეეხო იმ ერთობლივ ძალისხმევას, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან ერთად პანდემიის ბრძოლის კუთხით ახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

 

დავით ზალკალიანის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო და ევროკავშირი არიან ძალიან ახლო მეგობრები და საქართველოს ევროკავშირის სახით ძალიან ძლიერი მეგობარი ჰყავს.

„ეს დადასტურდა კრიზისის პერიოდში ჩვენი ძალიან მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, რაც გამოიხატა კონკრეტულ შედეგებსა და იმ ხელშესახებ ფინანსურ მხარდაჭერაში, რასაც ევროკავშირი საქართველოს მიმართ ახორციელებს. პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ ზომების შესახებ, რომელიც საქართველომ მიიღო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, რასაც ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მაღალი შეფასება მოჰყვა. მისი მხრიდან აღინიშნა, რომ ევროკომისია მომავალშიც მზად არის, განაგრძოს ექსპერტულ დონეზე თანამშრომლობა და ასევე ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც დღემდე ხორციელდებოდა ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ვიდეოკონფერენციისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

„პრემიერმა დეტალურად აცნობა ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ და ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ევროპული მხარდაჭერა, ევროპული სოლიდარობა, რაც გამოიხატა კიდეც ამ დღეებში ევროკავშირის ელჩის განცხადებით. ევროკომისიის პრეზიდენტისგან მივიღეთ რწმუნება, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც იქნება შეუქცევადი და მკაფიო. ბუნებრივია, ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების თვალსაზრისით მიმდინარე პროცესებზე. ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს მთავრობის ძალისხმევამ, იგივე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტმა უაღრესად მაღალი შეფასება მისცა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, ვიდეოკონფერენციისას ასევე განიხილეს ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაცია და ის შესაძლებლობები, რომელსაც ასოცირების შეთანხმება აჩენს.

„ამ თვალსაზრისით აღინიშნა შავი ზღვის არეალსა და რეგიონში თანამშრომლობა, არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის ვიდეოკონფერენცია დღეს გაიმართა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !