
მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ნაწილს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება
- 2020-04-01 13:02
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრმეიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.