
თურქემენეთში სიტყვა „კორონავირუსი“ აკრძალეს
- 2020-03-31 15:08
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ავრცელებს.
უფლებადამცველების ინფორმაციით, ქვეყანაში სიტყვა „კორონავირუსის“ გამოყენება ყველა მედიასაშუალებას აეკრძალა. ის ამოიღეს აგრეთვე სპეციალური ბროშურებიდან, რომლებსაც თურქმენეთის ჯანდაცვის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს, საავადყოფოებსა და სამუშაო ადგილებს ურიგებს.