მომსახურების სააგენტოში COVID-19-ის გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება
- 2020-05-29 11:05
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, 1-ელი ივნისიდან, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.