დღეს საქართველოს პარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმენენ

Image

საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს. თემები, რაზეც ოპოზიციონერი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს კითხვებს დაუსვამენ, შეეხება კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ კრიზისს, შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებისა და ეკონომიკური აღდგენის გეგმას, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და სხვ.

 

უფრო კონკრეტულად, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის მეთაურისგან დაინტერესდება: რატომ ვერ მოხერხდა სიღარიბის შემცირება ქვეყანაში და რა გავლენა მოახდინა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებაზე? რა მდგომარეობაშია ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბე? როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში პენსიონერების სიღარიბის ზრდის შეჩერება, მზარდი ფასებისა და ლარის გაუფასურების პირობებში?

"ევროპული საქართველოს" მიერ გიორგი გახარიასთვის დასასმელი შეკითხვები კი შემდეგია: მწვავე ეკონომიკური კრიზისის დროს, რატომ არ შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და ნავთობპროდუქტებზე აქციზის ოდენობა? რატომ არ განულდა 2020 წლის ქონების გადასახადი ეკონომიკის ყველა სექტორისთვის? ასევე, რატომ არ შეიცვალა დღგს დაბეგვრის წესი? რატომ არ უბრუნდებათ მოქალაქეებსა და მეწარმეებს საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა? რატომ რჩება თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი დახმარების გარეშე? მათ ვინც სამსახური დაკარგა, რატომ სთავაზობს მთავრობა საარსებო მინიმუმზე ნაკლებ დახმარებას? რატომ დაგვიანდა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა და ყველაზე კრიტიკულ თვეებში რატომ დატოვა მთავრობამ მოქალაქეები დახმარების გარეშე? რატომ არ ამცირებს მთავრობა ბიუროკრატიულ ხარჯებს? საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებისას რატომ ჰქონდა ადგილი შერჩევით მიდგომას?

ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლა 14:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში 2 დღის წინ, 27 მაისსაც იმყოფებოდა. მან დეპუტატებს პანდემიის დროს მთავრობის საქმიანობის შესახებ წარუდგინა ანგარიში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !