კახა კალაძე - მგზავრებმა აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადეები, მათ გარეშე შეუძლებელი იქნება გადაადგილება, მძღოლი არ დაძრავს ავტობუსს

Image

მგზავრებმა აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადეები, პირბადეების გარეშე შეუძლებელი იქნება გადაადგილება, უბრალოდ, მძღოლი არ დაძრავს ავტობუსს , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

კახა კალაძე დიდ დიღომში ავტობაზაში, მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებამდე მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამუშავდება. მისივე თქმით, რამდენად დაიცავენ პირბადის ტარების მოთხოვნას მოქალაქეები, ამას მეტროში პოლიცია გააკონტროლებს. კახა კალაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან ის ვირუსის გავრცელებისთვის ერთ-ერთი საფრთხეა.

„ხვალ დილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. მუნიციპალური ავტობუსები, მეტრო, მიკროავტობუსები, არის სრულ მზადყოფნაში. ახლა მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იქნება წარმოებული, რადგან ასეთია მოთხოვნები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ მგზავრებმა აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადეები, პირბადეების გარეშე შეუძლებელი იქნება გადაადგილება, უბრალოდ, მძღოლი არ დაძრავს ავტობუსს და მინდა ვთხოვო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, მგონი, ყველა ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ხელი შევუწყოთ ამ რთულ ვითარებაში როგორც ეს წინა პერიოდში გავაკეთეთ. ის, რომ საქართველო ვირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ეს რა თქმა უნდა, საზოგადოების ძალიან დიდი დამსახურებაა და დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების დროს გათვალისწინებული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება.

„ერთადერთი მოთხოვნა რაც არის მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება. ავტობუსებს რაც შეეხება, ერთადერთი მოთხოვნა არის პირბადეებით ასვლა. ერთი დისკომფორტი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის კონდიციონერის არჩართვა და არ მუშაობა, ფანჯრები იქნება მაქსიმალურად ღია, რომ მოხდეს განიავება, რადგან კონდიცირება არის ერთ-ერთი საფრთხე ვირუსის გავრცელების. მეტროშიც იგივე მოთხოვნები იქნება, ჩვენ დაგვეხმარება საპატრულო პოლიცია და მეტროში არ შეიშვებიან ადამიანები, ვისაც პირბადეები არ აქვს. მეტროში ფეხზე დგომა დასაშვები იქნება“, - აცხადებს კალაძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !