კახა კალაძე - მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა, დეველოპერებს და სამშენებლო სექტორს ძალიან დიდ შეღავათს მისცემს

Image

ძალიან მნიშვნელოვანია ეს სექტორი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით დედაქალაქისთვის.

 ვფიქრობ, ეს პროექტი და გეგმა, რომელიც წარმოდგენილი იქნება, დეველოპერებს და სამშენებლო სექტორს ძალიან დიდ შეღავათს მისცემს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ყველას მაქსიმალურად დაეხმარებიან და ხელს შეუწყობენ.

„ქალაქში დაახლოებით, 180 დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობაა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ვიზუალურად, ასევე ადამიანებისთვის, რომლებსაც თანხები აქვს გადახდილი, უკვე წლების განმავლობაში საკუთარ ბინებს ელოდებიან და მიღებას ვერანაირად ვერ ახერხებენ. ასეთი მაგალითი იყო სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ“დაზარალებული ოჯახები, რომელთაც ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ, იქ უკვე მშენებლობა მიმდინარეობს და ძალიან მალე ეს ოჯახები საკუთარ საცხოვრებელ ფართებს მიიღებენ. იგივე არის „ოლიმპიური ვარსკვლავი“, იგივე არის „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული და გაუბედურებული ოჯახები. ჩვენ ყველას მაქსიმალურად დავეხმარებით, ხელს შევუწყობთ და ზუსტად დღევანდელი პრეზენტაცია მიმართულია იმისკენ, რომ ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ და არ დავტოვოთ ბინებისა და საკუთარი ფართების გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს სექტორი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით დედაქალაქისთვის. ვფიქრობ, ეს პროექტი და გეგმა, რომელიც წარმოდგენილი იქნება, დეველოპერებს და სამშენებლო სექტორს ძალიან დიდ შეღავათს მისცემს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !