საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ვრცელდება ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ ადამიანზე - არანაირი „მაგრამ“ არ განიხილება

Image

საგანგებო მდგომარეობა, საკომენდანტო საათი ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერი ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი „მაგრამ“ ამ შემთხვევაში არ განიხილება. ეს არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიდეო-ჩართვისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, წესების დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

 

„გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს ერთიანი საკარანტინე მოთხოვნები. იცით, რომ არის საგანგებო მდგომარეობა, საკომენდანტო საათი და ეს ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერი ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი „მაგრამ“ ამ შემთხვევაში არ განიხილება, ეს არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ვინც დაარღვევს წესებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ 10 დღის განმავლობაში სადაც არ უნდა წახვდეთ, მოქმედებს ის წესები, რომელიც ამოქმედდება დღეს საღამოს 21:00 საათზე და რომელზეც პრემიერ-მინისტრმა გუშინ ვრცლად ისაუბრა. ამ შაბათ-კვირასაც იგივე წესები მოქმედებს, რაც სხვა დღეებში. მემგონი, არავის სიამოვნებს იმ ვითარებაში, იმ მდგომარეობაში ცხოვრება, რაშიც დღეს გვიწევს, რა ვითარებაშიც ცხოვრობს მთელი მსოფლიო. არ გვსიამოვნებს, რა თქმა უნდა, იმ შეზღუდვების დაწესება, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მესმის, რომ ძალიან რთულია ასე ცხოვრება, ყველას გვიჭირს, მაგრამ ყველა ხომ ძალიან კარგად ვხვდებით, რატომ არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული. ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისევ და ისევ იმიტომ, რომ დავიცვათ ერთმანეთი, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს, ბებია-ბაბუებს. აქ საუბარია ყველაზე ძვირფასზე, რაც კი გაგვაჩნია - ეს არის ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ ყველა ვალდებულია, დარჩეს სახლში, დაიცვას კანონი. მეტიც - მგონია, რომ ჩვენი სარწმუნოებაც ამას გვასწავლის“, - განაცხადა კალაძემ

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !