-
2020-04-14 21:14
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს არარატ მირზოიანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
არჩილ თალაკვაძემ და არარატ მირზოიანმა COVID19-თან დაკავშირებული ვითარება, ძირითადი ღონისძიებები და საჭიროებები განიხილეს. ისაუბრეს ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომელსაც კორონავირუსის გლობალური პანდემია ქმნის. კოლეგებმა პანდემიის პირობებში ეროვნული პარლამენტების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ურთერთმხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს.
არჩილ თალაკვაძემ სომეხ ხალხს ჯანმრთელობა და კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებით დასრულება უსურვა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2014-07-12 23:09
-
2014-07-12 09:24
-
2014-07-10 17:16
-
2014-07-10 02:01