-
2020-04-14 21:08
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 9 მოქალაქეა გარდაცვლილი და 92 ინფიცირებული.
მისივე თქმით, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყოველდღიურ რეჟიმში იღებს.
„ჩვენ გვაქვს წარმატებებიც, 68 ადამიანი გამოჯანმრთელდა უკვე. სამწუხაროდ, გვაქვს 3 სიკვდილი და ვერ მოვუარეთ იმ ხანდაზმულებს, რადგან იქ იყო ძალიან მძიმე გვერდითი თანმხლები დაავადებები და ასევე, სამწუხაროდ, გვაქვს ინფიცირების 92 შემთხვევა საზღვარგარეთ ჩვენს თანამემამულეებთან, ასევე, სამწუხაროდ გვყავს 9 გარდაცვლილი ჩვენი თანამემამულე, რომლებიც ცხოვრობდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება და ბოლო 24 საათში ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა.