ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში "ევროპული საქართველოს" წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემია პარტიის მერობის კანდიდატის ლელა ქებურიას ქმარი - გია ჯიქია.
პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან უკრაინის რადის დეპუტატს ალექსანდრე გონჩარენკოს კიევის ცენტრში შეკრებილმა მომიტინგეებმა კვერცხები ესროლეს.
კიევის ცენტრში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველთა უპრეცენდენტო რაოდენობაა თავმოყრილი. როგორც "ფეისბუქზე" კიეველები წერენ, ხელისუფლებამ ჯებირები აღმართა, რადას წინ მოედანზე კი ადამიანებს მხოლოდ სპეცკონტროლის გავლის შემდეგ უშვებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის შოთა შალელაშვილის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 1%-იანი ბარიერი იქნება შანსი ყველა ოპოზიციური პარტიისთვის პარლამენტში მოსახვედრად, რაც საბოლოო ჯამში ფართო კონსენუსის საფუძველი გახდება.
ონისე გერგედავა, რომელმაც 7 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობიდან რუსეთის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა და დახია, 8 ოქტომბერს, 18:00 საათზე მეტრო "რუსთაველის" წინ შეხვედრა-აქციას აანონსებს.
ონისე გერგედევამ, რომელსაც საზოგადოება ანტისაოკუპაციო აქტივობით იცნობს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობაზე აღმართული რუსეთის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა, რომელიც იქ სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად ფრიალებდა.
უკრაინის დედაქალაქში, ტურიზმის საერთაშორიო კონფერენციაზე მიწვეული ენმ-ის წევრი გირშელ ბართაია, რომელიც არაერთხელ ყოფილა უკრაინაში და პრობლემა არ შექმნია, ამჯერად უკრაინაში არ შეუშვეს და თბილისში იძულებით გამოამგზავრებენ.
რუსეთის ქალაქ კლინციში, რომელიც ბრაინსკის ოლქის ერთერთი უდიდესი ქალაქია, ქალაქის დღის აღსანიშნავად, ბაიკერთა ჯგუფ "ღამის მგლებთან" ერთად, რუსეთის სახალხო არტისტი თამარ გვერდწითელიც ჩავიდა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, რომელიც ცხინვალს ესაზღვრება, ოკუპანტების მიერ დამონტაჟებულ უკანონო, ე.წ. სასაზღვრო ღობესთან ახლოს ანტისაოკუპაციო მოძრაობამ "ძალა ერთობაშია" სამშვიდობო-სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ახალი საგუშაგო გახსნა.