ჟურნალისტი თიკა კანდელაკი საქართველოში განვითარებულ მოვლენეს ეხმიანება და
ამბობს , რომ რუსეთს დასაკარგი არაფერი აქვს.
რუსეთის დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ, ტურიზმის მიმართულებით, მიხაილ დეგტიარევმა საქართველოში
მიმდინარე მოვლენების ფონზე რუსებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ქართულ კურორტებსა და
პროდუქტს.
პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რუსეთის პრემიერმინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა, რომელმაც მოსკოვი ქვეყანაში საპროტესტო აქციების ორგანიზებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 20 ივნისს რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა განვითარებული მძიმე პროცესების გამო და გადადგას შემდეგი ნაბიჯები: პარლამენტის თავმჯდომარემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა, საპოლიციო ოპერაციით გამოწვეული მძიმე შედეგების გათვალისწინებით, თანამდებობა დატოვოს ასევე შინაგან საქმეთა მინისტრმა. ხელისუფლებამ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებად განიხილოს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისათვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვა“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი შესაძლოა გია ვოლსკი გახდეს, რომელიც ამჟამად პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტზეა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის
სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძის ფაკულტეტიდან წასვლას ითხოვს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაა წარდგენილი - ამის შე
სახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.