-
2017-10-17 16:19
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში "ევროპული საქართველოს" წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემია პარტიის მერობის კანდიდატის ლელა ქებურიას ქმარი - გია ჯიქია.
ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" წევრები "ფეისბუქზე" ავრცელებენ:
"სოფელ ერგეტადან მომავალ ხალხს გადაუდგნენ ადგილობრივი ქოცები, არ ატარებენ ტრანპორტს, დამტვრევით ემუქრებიან. ლელა ქებურიას ქმარს თავს დაესხნენ. ამასობაში, სოფელ ჭადუაშში ორი "მარშრუტკა" ჩახსნეს და მანქანებით ცდილობს ხალხი ჩამოსვლას.
მე და დათო ბაქრაძე გზაში ვართ და აქცია აუცილებლად შედგება. ბრიყვო "ოცნება", ხალხთან ბრძოლას, ფაროსანას ებრძოლეთ. 21 ოქტომბერს ზუგდიდი დასჯის სამაგალითოდ ოცნებას" - წერს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, "ევროპული საქართველო" და ადგილობრივი მოსახლეობა ფაროსანას მიერ განადგურებულ მოსავალთან დაკავშირებით ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
„ერგეტაში ჩვენებს მერობის კანდიდატის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდნენ...სამარცხვინოები და არაკაცები! ყორშია შენი პოლოტიკა დამთავრდა დღეს შე სამარცხვინო არაკაცო!
ხელისუფლებამ სოფელ ერგეტის ცენტრში აქციაზე წამომსვლელ ხალხს ვითომ ძველი ბიჭები დაახვედრა მაჟორიტარობის კანდიდატ ვინმე ყორშიასთან ერთად...
აქციაზე წამსვლელი ხალხს აშინებენ და მძღოლებს მანქანის დამტვრევით ემუქრებიან...დავით კოდუა და ლაშა გოგია მომიკითხეთ დემოკრატიის და პოლიტიკური კომპეტენტურობის "მამები"...- წერს ბათლომე შელია, "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ლელა ქებურია კი ვიდეოს ავრცელებს.