პოლიტიკა

რუსული მედია: საქართველო ნატოში გაწევრიანებას არ განიხილავს

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჯერ არ განიხილება და არც უახლოეს მომავალში იგეგმება მისი განხილვა.”- ამ ციტატით იწყება რუსული გამოცემა Pravda.ru-ს სტატია.

>>>

პრეზიდენტი ზურაბ აბაშიძეს განცხადებით პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტი ზურაბ აბაშიძის მიერ დილით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. საგანგებო განცხადება გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა.

>>>

მთავარი პროკურორის მოადგილე პუტინის ფრაზას იმეორებს: "გვაქვს საშინაო დავალებები“ (ვიდეო)

"გვაქვს საშინაო დავალებები მომზადებული და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ", - ვლადიმირ პუტინის ცნობილი ფრაზა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების მოთხოვნასთან დაკავშირებით გაიმეორა. 

>>>

„თავისუფალი დემოკრატები“ ზურაბ აბაშიძის განცხადებას „საგანგაშოს“ უწოდებენ და პრეზიდენტს მიმართავენ

„თავისუფალი დემოკრატები“ მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, სასწრაფოდ გააკეთოს განცხადება ნატოსკენ სწრაფვის კურსის მხარდასაჭერად. ისინი მოუწოდებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაემიჯნოს ზურაბ აბაშიძის განცხადებას, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს - არ მისცენ მთავრობას საშუალება, გადაუხვიოს ევროატლანტიკური კურსიდან.

>>>

ვიქტორია ნულანდი ირაკლი ალასანიას შეხვდება

თბილისში მყოფი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დღეს „თავისუფალ დემოკრატებს“ შეხვდება. კონსულტაციებს ირაკლი ალასანიასთან ერთად მისი თანაგუნდელებიც დაესწრებიან. 

>>>

"თეორემა": ივანიშვილის საჯარო გამოსვლების კოლაჟი და ფრაგმენტი ფილმიდან "მელიებზე მონადირე"

ტვ "ტაბულას" ეთერში "თეორემის" წამყვანმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემის სტუმარს ირაკლი ალასანიას დაუსვა შეკითხვა, ჰქონდა თუ არა ნანახი "მელიებზე მონადირე", ხოლო შემდეგ ეთერში გავიდა ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლების კოლაჟი და მცირე ფრაგმნეტი ფილმიდან. 

>>>

სააკაშვილის ბრიფინგი კიევში: "სანამ იქნება "ქსივები", მანამდე ჩინოვნიკები მოიპარავენ" (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველივე ბრიფინგზე უკრაინაში რეფორმების სწრაფი ტემპის აუცილებლობაზე საუბრობს.

>>>

სააკაშვილი: „ისევ ისმის კითხვა: „გვეშველება რამე?“

„როგორც დაიშალა თურქ-სელჩუკთა იმპერია, ისევე დაიშლება რუსეთიც და მაგ დროისთვის საქართველო უნდა იყოს ფორმაში. ეგაა ჩვენი მიზანი და არა ის, რომ სკამები გადავინაწილოთ“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „არჩევანში“ განაცხადა.

>>>

„ორგანოების გაყიდვა და ძუძუების მოჭმა დაიჯერო და არ დაიჯერო FBI-ს დასკვნა - მძიმე გადახრაა“

„ძალიან მძიმე გადახრაა, გულწრფელად დაიჯერო ორგანოების გაყიდვა და ძუძუების მოჭმა და არ დაიჯერო FBI-ს დასკვნა“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. ჟვანიას საქმეზე საუბრისას, „არჩევანში“ განაცხადა.

>>>

„რაც შეეხება უკრაინის ელჩის დაბარებას: უკრაინის ელჩისგან რატომ დაიწყეს, სხვებს რატომ არ იბარებენ?“

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ ესმის, რატომ დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტებისთვის დაბარება უკრაინის ელჩით და რატომ არ იბარებენ აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს. 

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !