„რაც შეეხება უკრაინის ელჩის დაბარებას: უკრაინის ელჩისგან რატომ დაიწყეს, სხვებს რატომ არ იბარებენ?“

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ ესმის, რატომ დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტებისთვის დაბარება უკრაინის ელჩით და რატომ არ იბარებენ აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს. 

 

„რაც შეეხება უკრაინის ელჩის დაბარებას, მე ვერ გავიგე ერთი რამ: უკრაინის ელჩისგან რატომ დაიწყეს? იმ დიპლომატიური პასპორტებიდან ერთერთში, რომლებიც ამათ გამიუქმეს, აშშ-მა ჩამირტყა სამუშაო ვიზა, რომელიც საშუალებას მაძლევს, დაუბრკოლებლად ვიყო უკრაინაში, მივიღო შემოსავალი... ამერიკის ელჩს რატომ არ იბარებენ?

 

აგერ, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მისწერა წერილი ინტერპოლს, ევროკავშირის ელჩს რატომ არ იბარებენ? რატომ არ ეკითხებიან განმარტებებს ნატოს წარმომადგენლებს? რა, უკრაინა დაბალი ღობე ჰგონიათ, თუ როგორაა საქმე?

 

ერთადერთი, რაზეც დღეს შეიძლება უკრაინის ელჩი დაიბარო, ეს არის თანადგომა, რადგან უკრაინას უდგას სიკვდილ-სიცოცხლის დღეები. ამ დღეებში ფორმდება საბოლოოდ სამაჩაბლო, ხალხო, და ეს არავის არ ახსოვს და უკრაინის ელჩს იბარებენ განმარტებებისთვის...“, - თქვა „არჩევანში“ მიხეილ სააკაშვილმა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !