-
2015-02-17 22:54
„ძალიან მძიმე გადახრაა, გულწრფელად დაიჯერო ორგანოების გაყიდვა და ძუძუების მოჭმა და არ დაიჯერო FBI-ს დასკვნა“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. ჟვანიას საქმეზე საუბრისას, „არჩევანში“ განაცხადა.
„ეს არის რუსული გავლენა. რუსეთი ხომ მარტო ტანკები და თვითმფრინავი არ არის, რუსეთი არის ცხოვრების წესი და აზროვნებაც. პოლიტიკოსების გარკვეულ ჯგუფსაც მიუძღვის წვლილი ამაში, სხვათა შორის“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
"აშშ-ის პრეზიდენტი იყო ბილ კლინტონი. მისი დნმ-ის ანალიზი აიღო FBI-მ ცნობილი ქალბატონის კაბიდან და დადო დასკვნა, რომ პრეზიდენტი იტყუებოდა. როგორ ფიქრობენ ახლა, FBI-მ მოქმედ პრეზიდენტს აშშ-ში არ გაუწია ანგარიში და სააკაშვილს გაუწია ანგარიში და მცდარი დასკვნა დადო?", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.