-
2015-09-18 22:00
დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ის სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს. ამიერიდან გიგი უგულავა მსჯავრდებულია.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას უკმაყოფილო ხმაური მოჰყვა დარბაზში და სასამართლოს ეზოში, სადაც გიგი უგულავას მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე საქალაქო სასამართლოს ეზოში სამართალდამცველტა რიცხვის ზრდა შეინიშნებოდა, მობილიზევბული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.
თბილისის ყოფილ მერს 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, ამნისტირებული მუხლების შემდეგ სასჯელი 4 წელსა და 6 თვეზე ჩამოვიდა, რაც მისი პატიმრობის ვადად განისაზღვრა. გიგი უგულავა ერთ ეპიზოდში გამართლდა. გამართლდა ასევე დავით კეზერაშვილიც.
განაჩენი „თბილსერვისის“ და რიყის გასხვისების საქმეზე გამოცხადა, სადაც უგულავას გამოძიება უგულავას სახელმწიფოს კუთვნილი 5 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.
"ჩემი აქ ყოფნის ვადა იწურება", - განაცხადა გიგი უგულავამ მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას.