-
2015-09-18 22:11
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მოსამართლეს წინაწარ დაწერილი გადაწყვეტილების წაკითხვა ცარიელ დარბაზში მოუწევს და მისი წაკითხვის პროცესს არც გიგი უგულავა, არც მისი დაცვის წევრები არ დაესწრებიან.
მისივე თქმით, გამარჯვება, რომელიც გუშინ საზოგადოებამ და გიგი უგულავამ მოიპოვა, არა რამდენიმესაათიანი, არამედ საბოლოოა.
„ეს არის არა კონკრეტულად გიგი უგულავას გამარჯვება, არამხოლოდ ჩვენი გამარჯვება, არამედ საზოგადოების გამარჯვება. ეს არა რამდენიმესაათიანი, არამედ საბოლოო გამარჯვებაა. ამ ფარსს, ამ სპექტაკლს და სასამართლოს დაცინვას, რომელსაც წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილების წაკითხვა ჰქვია, დარბაზში არავინ დაესწრება:
არც გიგი უგლავა და არც მისი დაცვის წარმომადგენელი - მას ცარიელ სასამართლო დარბაზში გამოაცხადებენ და რაც შეეხება გიგი უგულავას, ის იქნება აქ, ჩვენს გვერდით და არა დარბაზში და აქედან აღასრულებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ივანიშვილმა უკარნახა მოსამართლეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვინმეს, პირველ რიგში სამართალდამცველებს, არ მოუვიდეთ თავში რაიმე სისულელის ჩადენა“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ სასამართლოს ეზოში შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას.