-
2014-11-10 23:06
შემთხვევა იოსებიძის 72 ბ კორპუსში, პირველი სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე ბინაში ორი დღის წინ მოხდა: ქალმა და მამაკაცმა ბინაში მოტყუებით შეაღწია.
როგორც დაზარალებულთა მეზობლები ამბობენ, ბინაში ყაჩაღების შეღწევის დროს ოჯახის წევრებიდან შინ მხოლოდ 20 წლის გოგონა იყო, რომელიც გაქურდვის მიზნით შესულმა ქალმა და მამაკაცმა დააბეს, პირი აუკრეს, სახლიდან კი ძვირფასეულობა და ფული წაიღეს, რის სამალავსაც თავად მიაგნეს.
მეზობლები ამბობენ, რომ ბინიდან გასვლის წინ ყაჩაღებმა სამზარეულოში ბუნებრივი აირი მოშვებული დატოვეს, თუმცა, გოგონა გადარჩა, რადგან ყაჩაღების წასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ შინ მისი მშობლები დაბრუნდნენ. მეზობლების თქმით, დაზარალებულებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
„აფხაზეთის ხმა“ მომხდარი ფაქტის გადამოწმების მიზნით შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც მომხდარს ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ. შსს-ს პოზიციას ინფორმაციასთან დაკავშირებით მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია