
პარლამენტის წევრი გოგა ხაჩიძე "ნიჭიერის" კონკურსანტ ამალია ჯიბლაძეს მიმართავს და მას წარმატებას უსურვებს. მიმართვა გოგა ხაჩიძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა:
"ქ-ნო ამალია, სამწუხაროდ პირადად არ გიცნობთ და ამ ფორმით მიწევს მომართვა.
ჩემის აზრით (როგორც ერთი ადამიანის) თქვენ აუცილებლად უნდა გააგრძელოთ პროექტში მონაწილეობა, უფრო დიდი შემართებით და მოტივაციით.
ძალიან ვწუხვარ, რომ ტექნიკურ საკითხზე გამოთქმული განსხვავებული მოსაზრება - არაადეკვატურ გაურკვეველობაში გადაიზარდა.
პირადად მე ყოველთვის გულწრფელად ვგულშემატკივრობდი ნიჭიერებას და ასეც გავაგრძელებ.
წარმატებას გისურვებთ!
პატივისცემით..."