
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა შვილს თებერვლის დასაწყისში ელოდებიან.
ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად პირველმა ლედიმ ინტერვიუში განუცხადა.
სახელს სიურპრიზად ტოვებენ. თუმცა, როგორც პირველი ლედი აცხადებს, ორ ვერსიას აქტიურად განიხილავენ.
მაკა ჩიჩუა იაპონიაში ვიზიტის დროს მოღბულ შთაბეჭდილებებზე საუბრობს.
„იაპონია ფანტასტიკაა, იქ უნდა მოხვდე, რომ გაიგო, როგორია თანამედროვე და ძველი კულტურის სინთეზი და ჰარმონია. ეს სინთეზი ყველაზე კარგად იაპონიაში იგრძნობა. ამ კავშირის ხილვა საოცარებაა.
ხელნაკეთი უნიკალური კიმონო ჩამაცვეს. კიმონოზე, ძაფიდან დაწყებული, ყველაფერს ყურადღება ექცევა. ამ ეროვნულ სამოსს განსაკუთრებულ სტუმრებს იშვიათ შემთხვევაში აცმევენ. როგორც იაპონიაში ვგრძნობდი თავს არაჩვეულებრივად, ისევე იმ კიმონოში.
ერთი წელია იაპონური სამზარეულო, ისევე, როგორც ქართული ღვინო, თავის დაცვის ქვეშ ჰყავს იუნესკოს. მართლაც ამომავალი მზის ქვეყანაა და ამის ასე უცებ გადმოცემა შეუძლებელია, - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.