-
2014-11-03 00:19
მომღერალს რამდენიმე კვირის განმავლობაში საშინლად ექავებოდა ყური, რის შემდეგაც მან საკუთარ ყურში ცოცხალი ობობა იპოვა.
მელუა ფიქრობს, რომ ობობა მის ყურში მაშინ ჩასახლდა, როცა თვითმფრინავით მგზავრობისას ყურსასმენები გაიკეთა.
აი, რა დაპოსტა მან საკუთარ გვერდზე:
„თვითმფრინავის ძველი, მონიტორიანი ყურსასმენები იმისთვის გამოვიყენე, რომ სმენა დამეხშო ფრენის დროს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ყურსასმენში ბუდობდა პატარა ობობა, რომელიც ჩემს ყურში გადმოძვრა და რამდენიმე კვირა გაატარა იქ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ძალიან საზარელი იყო, მას შემდეგ, რაც ექიმმა ობობა ყურიდან ამომაცალა, აღმოვაჩინე რომ ის ძალიან პატარა ზომისაა და ახლა სპეციალურ კონტეინერშია მოთავსებული, ცოცხალი და საღ-სალამათი.“