-
2014-11-02 23:41
„ნიჭიერის“ მონაწილის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა ამალია ჯიბლაძე დეპრესიაში ჩააგდო, მან ტელეფონი გათიშა და არავის ეკონტაქტება, „ნიჭიერის“ სტაფსაც კი.
როგორც ირკვევა, რესპონდენტი რუსეთში ცხოვრების თემაზე საერთოდ არ საუბრობს.
მისთვის ცხოვრების ის წლები, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული, საერთოდ დაბლოკილია და საჯაროდ მათი გახსენება არ სურს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამალია სტავროპოლში ცხოვრობდა, ქალიშვილები იქ გააჩინა, რესტორანში მღეროდა და დალხენილი ცხოვრობდა.
თუმცა არავინ იცის ამ ფაქტების მერე რა უბედურება შეემთხვა ჯიბლაძეს და რატომ დატოვა მან რუსეთი.
ამის თაობაზე ის „პრაიმტაიმსს“ გულწრფელად ჰყვება.
„ღმერთო ჩემო, სად არ მიმუშავია, ეკლესიაშიც ვგალობდი, დარაჯადაც ვმუშაობდი და მზესუმზირასაც ვყიდდი,“ - განაცხადა „ნიჭიერის“კონკურსანტმა.
http://primetimenews.ge/