ძველი ხევსურული ტრადიციები: ცოლი გამოსაცდელი ვადით და მოხუცები, რომლებიც ბალღებს ფეხზე წამოუდგებოდნენ

Image

ვაჟა-ფშაველა წერილებში "ხევსურები" და "ხევსურული ქორწილი" იმ ტრადიციების შესახებ წერს, რომელსაც ხევსურეთში ერთ დროს ყველა იცავდა. "mshoblebi.ge" ამ წერილებიდან რამდენიმე საინტერესო ფრაგმენტს აქვეყნებს.

დიდი ქართველი მწერალი, ვაჟა-ფშაველა თავის წერილებში მთიელთა წეს-ჩვეულებებს ხშირად მოიხსენიებდა. როგორ ქორწინდებოდნენ ხევსურები? ვაჟას თუ დავესესხებით (წერილები: "ხევსურები", "ხევსურული ქორწილი"), მათი ქორწინების წესი საკვირველი იყო, რადგან ხევსურს ცოლი გამოსაცდელი ვადით მოჰყავდა.

 

"ხევსურების ჩვეულება ცოლის შერთვის შესახებ უფრო საკვირველია, ვიდრე ფშაველების წაწლობა. ვთქვათ, მოეწონა ხევსურს ქალი და უნდა მისი ცოლად შერთვა: ის გამოუცხადებს ქალს თავის სურვილს და თუ ქალიც დასთანხმდა, წამოიყვანს თავის სახლში. ჯვარისწერა ხევსურისათვის საჭირო არ არის.

 

ქალი რჩება საქმროს ოჯახში ერთი წელი. ხევსური ერთს წელიწადს ინახავს ცოლს, ადევნებს თვალს, წვება კიდეც მასთან, მაგრამ "საშვილოდ" არა. ადევნებს თვალს, ქალი როგორ იქცევა სახლში, არის ნამუსიანი თუ არა. როდესაც დარწმუნდება, რომ დედაკაცი იმას მეუღლედ გამოადგება, მაშინ გამოუცხადებს ქმრობის სურვილს და შეინახავს და შვილსაც იყოლიებს. თუ ერთი ჭკუაში არ მოუვიდა, გააგდებს და ახლა სხვას მოძებნის მის მაგიერად".

 

ძველი ხევსურები თურმე ბავშვებს ძალიან ათამამებდნენ და თამბაქოს წევასაც არ უშლიდნენ:

 

"ხევსური თავის შვილს სიყრმიდანვე სითამამეს, სიამაყეს აჩვევს; მამა თავის დღეში პატარა შვილს ხელს არ დააკარებს, არა სცემს; გაუბამს საუბარს, როგორც დიდს კაცს, მოისმენს იმისგანაც პასუხს და მსჯელობას, როგორც დარბაისელ, გამოცდილ კაცისაგან. როდესაც ბალღი სახლში შედის და იქ თუნდ ორმოცი დროული მოხუცებული კაციც იყოს, ყველანი მაშინვე ფეხზე აუდგებიან და მიესალმებიან: – მოხვედი მშვიდობითაო! (სახელი) – დასხედით, დასხედით, თქვენც დამხვდით მშვიდობითაო.

 

ბალღები თავიდანვე, წინასწრობით თამამდებიან; იმათ ბალღობაშივე ებადებათ თავში აზრი, რომ ვითომც დიდები არიან, ჰბაძავენ დიდებს უფრო ყალივნის წევაში, ვიდრე სხვაში რაშიმე. 10-12 წლის ხევსურს შეჰხვდებით, რომელსაც ღილ-მძივებით მორთული სათამბაქო ჰკიდია და თითბრის ან რკინის "ყალიონს", ჩიბუხს ჰსუტავს."

 

წყარო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !