
თბილისში ჭორი გავრცელდა თურქი მსახიობი ნინი ბადურაშვილზეა შეყვარებულიო.
იმასაც ამბობენ, ერთმანეთი მურატის პირველი ჩამოსვლისას გაიცნეს და მას მერე ხშირად ხვდებიან ერთმანეთს და ენის ბარიერი რომ არ არსებობდეს, მურატი ქართულს აქტიურად სწავლობსო.
„ეს მორიგი ჭორია. მურატი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გავიცანი. სხვა დროს არ შევხვედრივარ. პროექტის გარდა შევხვდი რესტორანში, სადაც ჟიურის წევრებთან და მონაწილეებთან ერთად ვიყავით. გარწმუნებთ, ქართულს ჩემ გამო არ სწავლობს.
ნანახი მაქვს მხოლოდ პირველი სერიალი, რომელიც საქართველოში აჩვენეს და სადაც ის, სავაშ ბალდარს თამაშობდა. ვფიქრობ, რომ ძალიან ნიჭიერი მსახიობია და ეს მას პირადადაც ვუთხარი,“ - აღნიშნა ნინი ბადურაშვილმა.
„რეიტინგი“