-
2014-10-29 01:18
"ფეისბუქზე" პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისვლის ამსახველი ფოტოები.
ყურადღება მიიქცია იმ მანქანის მდგომარეობამ, რომლითაც ღარიბაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდა - ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ მანქანა გაურეცხავია.
"40.000 დოლარიანი ბილეთი ქვეყნის პრესტიჟია და 20 ლარის გამო გაურეცხავი მანქანა არა?", - წერენ "ფეისბუქში".
ასევე, ყურადღება მიიქცია ფოტომ, რომელიც უშუალოდ უშიშროების საბჭოს მსვლელობის დროსაა გადაღებული. დარბაზში, სადაც უშიშროების საბჭოს სხდომა ტარდება, პრემიერმინისტრის დაცვის წევრებიც იმყოფებიან.



თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29