"იმედიდან" ლევან ჯავახიშვილის წასვლის მიზეზი: მას სპორტის განყოფილების პროდუსერობას სთავაზობდნენ

Image

ჟურნალ "რეიტინგთან" ინტერვიუში ტელეწამყვანი ლევან ჯავახიშვილი ამბობს, რომ არხის მენეჯმენტი მიუღებელ შეცდომებს უშვებდა და ერთერთი ასეთი შეცდომა იყო საინფორმაციოში სპორტის მიმართულების ჯგუფის პროდუსერობის შეთავაზება მისთვის, რამაც არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მიაღებინა.

 

„მე „იმედელი“ ვარ!… რომ გავიდეს 5-10 წელი და მითხრან, ჩვენთან დაბრუნდითო, აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ჩემი წამოსვლა არანაირ კონფლიქტს არ უკავშირდებოდა, როცა არხის მენეჯმენტი, რბილად, რომ ვთქვათ, უშვებს შენთვის მიუღებელ შეცდომებს, წამოსვლის გადაწყვეტილებას იღებ და მეც ასე მოვიქეცი.

 

გაჩნდა მოსაზრება, რომ საინფორმაციოში სპორტული მიმართულებების პროდიუსინგი ჩამებარებინა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ არხს არ ჰქონდა და დღემდე არ აქვს სპორტული განვითარების გეგმა, საინფორმაციოს არ გააჩნია ცალკე სპორტული ბლოკი, ამ განხრით პროდიუსერობა ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია.

 

ეს ჩემი აზრია, ამით ვინმეს კი არ ვეჩხუბები. სასაცილო იქნებოდა, ლევან ჯავახიშვილი სპორტზე დამჯდარიყო „ქრონიკაში“, ყოველ შემთხვევაში, მე ეს ვერ წარმომიდგენია. თან, არსებობს სანდრო გოგიჩაიშვილი, რომელიც მშვენივრად უძღვება სპორტის საკითხს. სიმართლე გითხრათ, მეც უხერხულად ვიგრძენი თავი, არ მინდოდა, ვინმესთვის დისკომფორტი შემექმნა.

 

ძალიან დიდი სურვილი მქონდა, არხზე გაკეთებულიყო სპორტული თოქშოუ, რომლის ქროონომეტრაჟიც იქნებოდა 40-45 წუთი, თავისი დიდი დარბაზით, სტუმრებით და ა.შ. მაგრამ ამის აუცილებლობა და საჭიროება ვერ დავინახე“, - ამბობს ლევან ჯავახიშვილი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !