
მომღერალმა კონკურსზე 50 ათასი ევრო მოიგო და აცხადებდა, რომ ბინის ყიდვა სურდა.
თუმცა სურვილი სურვილად დარჩა, რადგან 50 ათასი ევროდან, 10 ათასი იქაურმა ბანკმა წაიღო, 20 ათასი მისმა პროდიუსერებმა - „მამულიჩამ“ და ლელა წურწუმიამ.
„14 ათასი ევრო დამრჩა. დანარჩენი ისე დაიხარჩა, ლეპტოპი ვიყიდე და ა.შ. რომ გავიგე გამარჯვებული ვიყავი, ვიფიქრე ბინას ვიყიდი-თქო, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ 20 ათასი დამრჩა და სერიოზული ვერაფერი გავაკეთე.
დარჩენილი თანხა მე შენახული მაქვს და ნებისმიერ სერიოზული მიზნების განხორციელებაში გამოვიყენებ, სიმღერებს ჩავწერ და ა.შ.“ - აღნიშნა მომღერალმა.
primetimenews.ge