
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მარტვილის გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის
განყოფილების უფროსი დავით სურმავა დააკავეს და სენაკის იზოლატორში გადაიყვანეს. ნასვამ მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც მანქანას მართავდა, მართვის მოწმობა არ აღმოაჩნდა, ხოლო პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.
დღეს მომხდარი შემთხვევის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის ორგანიზაციის გვერდი იტყობინება. დავით სურმავა, ამავდროულად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ძმა და "ქართული ოცნების" ყოფილი აქტივისტია.
"არ იცით, მე ვინ ვარ?", - მიმართავდა იგი პოლიციის თანამშრომლებს, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ მოთხოვნებს არ დაემორჩილა და გაჩერების ადგილიდან წასვლას ცდილობდა, დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სასამართლო 12 ოქტომბერს გაიმართება.