კოტე კუბლაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი ცდება, როცა მას მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლს უწოდებს

Image

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცდება, როცა აცხადებს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია.
"მე მგონი, პრემიერი ცდება, როცა ამას ამბობს, იმიტომ, რომ ვისთანაც არ უნდა გქონდეს ურთიერთობა, როცა ინიშნები ისეთ თანამდებობაზე, რასაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უკვე გაქვს ერთადერთი იდეოლოგია და ეს არის სასამართლოს დემოკრატია და ყველაფრის გაკეთება იმისთვის, სასამართლო იყოს მისაბაძი და ზუსტად ისეთი, როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ჩვენ და პირადად მე 8 წლის განმავლობაში ამისთვის ბევრი გავაკეთე", - განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადების კომენტირებისას.
კუბლაშვილის განმარტებით, ის, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო გამოჩნდა.
"ეს ახლა უფრო კარგად ჩანს, როცა სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია. ესაა მაჩვენებელი იმისა, რომ სასამართლომ დამოუკიდებლად, ჩემგან და პირველ რიგში, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა 14 მარტს რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !