
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი წერს, რომ სხვადასხვა წყაროდან მიიღო ერთი და იგივე ინფორმაცია: ნოდარ ხადურს ტელევიზიით გამოჩენა აუკრძალეს.
ირმა ნადირაშვილმა ამასთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ სტატუსი გამოაქვეყნა:
„დღეს სხვადასხვა წყარომ ერთდროულად მითხრა, რომ ნოდარ ხადურს დროებით ტელევიზორში გამოჩენა აუკრძალესო. იმ მოტივით, ხალხზე გამაღიზიანებლად მოქმედებსო. ტყუილად ფიქრობთ, რომ ხადურის დამალვით ან გარღვეულ ბიუჯეტს დამალავთ, ან პრობლემებს ეკონომიკაში. გაძვირებული პროდუქტები და გაქცეული ლარის კურსი მუდმივად გვახსენებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურია“.