
დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები კვიპროსში მდებარე ბაზიდან სირიის მიმართულებით გადაფრინდნენ და კოალიციის ოპერაციის ფარგლებში დაეშის პოზიციებს დაბომბავენ.
გადაწყვეტილება თემთა პალატაში დღეს მიიღეს, როცა კენჭი უყარეს საკითხს ანტიტერორისტულ ოპერაციაში ბრიტანეთის მონაწილეობის შესახებ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში ჩაბმის მომხრე პალატის 397, ხოლო მოწინააღმდეგე - 223.
კენჭისყრამდე გამართულ დებატებში პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი მონაწილეობდა, რომელიც მხარს უჭერდა ტერორისტთა პოზიციების დაბომბვებს და ამას იმით ხსნიდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორი დიდ ბრიტანეთსაც ემუქრება.