-
2014-01-18 03:43
როგორც რუსული პორტალი „პრაიმკრაიმი“ იტყობინება, ყოფილი სსრკ–ს მასშტაბით პირველი „კანონიერი ქურდი“ მიმდინარე წელს სამარელმა პოლიცილებმა დააკავეს.
პორტალის ინფორმაციით, იგივე მოხდა გასულ წელს – პირველი „ქურდი“ სწორედ სამარაში იყო დაკავებული.
„პრაიმკრაიმი“ წერს, რომ სამარელმა სამართალდამცველებმა 6 იანვარს, 9 გრ. ამფიტამინის უკანონოდ შენახვის ბრალდებით ქართველი „კანონიერი ქურდი“, 58 წლის ქუთაისელი ედიშერ სტურუა დააკავეს, რომელსაც რუსულ კრიმინალურ წრეებში „ედიშერ კუტაისსკის“ მეტსახელით იცნობენ.
პორტალი წერს, რომ ედიშერ სტურუა წამალდამოკიდებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში 10 წელია, არ მიუციათ.
ამასთან, როგორც სტატიაშია აღნიშნული, სამართალდამცველები კონკრეტულად სტურუაზე არ „ნადირობდნენ“ – ის სწორედ იმ საცხოვრებელში აღმოჩნდა, სადაც პოლიციელები ბინების ქურების კვალმა მიიყვანა.
მომზადებულია "პრაიმკრაიმის" მიხედვით.