-
2014-09-10 09:02
მეც, როგორც გარკვეული გამოცდილების მქონე დიპლომატი, რომელიც ვმუშაობდი გაეროში, ვთვლი, რომ იქ ერთი დელეგაცია უნდა წარმოადგენდეს ქვეყანას და მას უნდა ხელმძღვანელობდეს პრემიერი, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში".
თავდაცვის მინისტრის შეფასებით, აშშ-ში ორი დელეგაციის გამგზავრება უხერხულობას აუცილებლად შექმნის.
"თავდაცვის მინისტრი ვერ იტყვის, ვინ უნდა წავიდეს დელეგაციაში და ვინ არა, მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ – მთავრობაში გადაწყვეტილება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია გაეროს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს პრემიერ-მინისტრმა და სამთავრობო დელეგაციამ.
მეც, როგორც გარკვეული გამოცდილების მქონე დიპლომატი, რომელიც ვმუშაობდი გაეროში, ვთვლი, რომ ერთი დელეგაცია უნდა წარმოადგენდეს ქვეყანას და ეს უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ თუკი გადაწყდება, რომ მეორე დელეგაციაც გაემგზავრება და ეს გარკვეულ უხერხულობას აუცილებლად შექმნის, მაშინ უნდა იყოს მკაფიო შეთანხმება გზავნილებზე, რა გზავნილებსაც დელეგაცია მიაწოდებს გაეროს თუ სხვა ორგანიზაციებს, სადაც შეხვედრები იქნება", - განაცხდა თავდაცვის მინისტრმა.