
ცნობილი კანადელი მომღერლისა და მწერლის ლეონარდ კოენის გარდაცვალების შემდეგ მისი ასამდე თაყვანისმცემელი სახლთან შეიკრიბა და მისი სიმღერები იმღერა.
ლეონარდ კოენი 82 წლისა გარდაიცვალა. ის ბოლო წლებშიც მღეროდა და ბოლო ალბომი სულ ახლახან, ოქტომბერში გამოუშვა, თავად კი მაყურებლების წინაშე სცენაზე 80 წლის ასაკში წარდგა. მაშინ მომღერლის ძველებურმა ხმამ და შემართებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.