ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ, სადაც მამაკაცმა სახლის დაწვა სცადა მაშინ, როცა იქ ბავშვებიც იმყოფებოდნენ, შსს-მ ერთი პირი დააკავა.
მამაკაცმა სახლს ბენზინი შეასხა და მის დაწვას ცდილობდა, თუმცა, სახლში მყოფმა ოჯახის წევრებმა, მათ შორის, ბავშვებმაც, იქედან გამოსვლა დროულად მოახერხეს. მამაკაცი დაკავებულია სხვისი ქონების დაზიანების ბრალდებით.