-
2014-09-09 18:49
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გაერო-ში კლიმატის ცვლილებების შესახებ სამიტზე დელეგაციას თვითონ უხელმძღვანელებს,–ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.
"თვეების წინ ამ საკითხზე მთავრობამ იმსჯელა, გადაწყდა, რომ ვინაიდან მთავრობა და ამ შემთხვევაში პრემიერი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, გაერო-ს სამიტზე გაემგზავრება პრემიერ-მინისტრი ანუ მე.
შედგენილი არის დელეგაცია, არის გასაზღვრული მისი წევრები. თვეების წინ ჩვენ დავადასტურეთ ყველაფერი, ამიტომ მე ამაში რაიმე კითხვას ვერ ვხედავ", - განაცხადა პრემიერმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2017-01-09 19:58
-
2016-11-11 13:42
-
2016-11-07 15:15