-
2014-09-09 17:11
რუსული სამხედრო თანამგზავრი-ფოტომზვერავი აფეთქდა აშშ-ის თავზე 9 სექტემბერს. "Космос-2495" ორბიტაში მაისში იყო გაშვებული.
აფეთქება 2 სექტემბერს, კოლორადოსა და ვაიომინგის შტატებთან მოხდა. აშშ-ის მეტეოროლოგიურმა საზოგადოებამ 30-ზე მეტი მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც თვითმხილველები ცეცხლოვანი ბურთის შესახებ ჰყვებიან.
ზემოთაღნიშნული თანამგზავრი "Кобальт-М" სისტემის ფოტომზვერავია. წინა თანამგზავრი-მზვერავი 2012 წლის მაისში გაუშვეს ორბიტაში. მსგავსი ტიპის თანამგზავრი 6,6 ტონას იწონის და ორბიტაში მისი მოგზაურობის ვადა 120 დღით განისაზღვრება. გეგმის მიხედვით, გადაღებულ ფირებს რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნების შემდეგ თანამგზავრი ორენბურგის ოლქში მიმოფანტავს, მისი ძებნით კი სპეციალური ჯგუფები კავდებიან.
როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში თნამგზავრზე თვითგანადგურების სისტემა ჩაირთო, როცა ცნობილი გახდა, რომ ის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ვერ დაბრუნდებოდა.