
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ნაწილი ბუნებრივ აირს უკანონოდ მოიხმარდა - ამის შესახებ კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ აცხადებს.
კომპანიის თანამშრომლებმა მრიცხველის გვერდის ავლით შეყვანილი გაზის მილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის გეგმიური შემოწმებისას აღმოაჩინეს.
ამის თოობაზე კი „ყაზტრანსგაზის“ ოფისში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ და ორგანიზაციის მმართველმა განაცხადეს, სადაც ასევე განმარტეს, რომ უკანონოდ ბუნებრივ აირს პრეზიდენტის რეზიდენციაში შენობის ექპლუატაციაში შესვლის დღიდან მოიხმარდნენ.
ადგილზე გაფორმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ორგანიზაციას გაზმომარაგება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ აღუდგება.
გარდა ამისა, ბრიფინგზე გაფრთხილება მიეცა სხვა მომხმარებლებს, რომ მსგავსი უკანონობის შემთხვევაში თავად მიმართონ კომპანიას.